17–21 იანვარი, 2027 · საქართველო
გიორგი წეროძე · მართლმადიდებელი მღვდელი · თეოლოგი · ავტორი
ყოფიერება მომავალიდან
აირჩიეთ, რა გსურთ:
✦კვლევა წარდგენილია ჰეგელის 36-ე საერთაშორისო კონგრესზე · რომი, 2026

უფასო ტესტი · დაახლოებით 2 წუთი
რამდენად პიროვნულად ცხოვრობთ?
რა განსაზღვრავს თქვენს „მე“-ს — კონტროლი და აღიარება, თუ ძღვენი, თავისუფლება, თანაზიარება და მომავალი?
ტესტი არ აფასებს თქვენს ღირსებას, რწმენას ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას.ახალი ესე
შეიძლება ღმერთთან მშვიდობაში იყო და მაინც კონფლიქტში აღმოჩნდე
არსებობს ისეთი „მშვიდობა“, რომლის ფასიც ადამიანის თავისუფლებაა. ქრისტიანული მშვიდობა კი არსებულ წესრიგთან შეგუებას არ ნიშნავს. ახალ ესეში ვკითხულობ, რატომ შეიძლება ღვთისგან მიღებულმა მშვიდობამ სწორედ წინააღმდეგობის გაბედვა გვასწავლოს.
სამი მიმართულება
პროექტის მთავარი კითხვები
პიროვნულობის, თანაზიარებისა და აღდგომის ხელახალი გააზრება იოანე ზიზიულასის თეოლოგიურ მემკვიდრეობასთან დიალოგში
გიორგი წეროძე ავითარებს პიროვნების, თავისუფლებისა და იმედის მართლმადიდებლურ თეოლოგიას — მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის კრიტიკული წაკითხვითა და თანამედროვე ფილოსოფიასთან დიალოგით.
პიროვნება მომავალიდან
როგორ შეუძლია მომავალს გამოავლინოს, ვინ არის ადამიანი სინამდვილეში.
→02აღდგომა უკვდავების მიღმა
რატომ ეხება ქრისტიანული იმედი კონკრეტული პიროვნების აღდგომას და არა მხოლოდ სულის გადარჩენას.
→03თანაზიარება და სხვადყოფნა
როგორ შეუძლია თანაზიარებას პიროვნული უნიკალურობის წარმოშობა განსხვავების ჩახშობის ნაცვლად.
→უახლესი სიახლე
ყველა სიახლე→დახმარების თხოვნა
ანონიმურად · გადაუდებელი საჭიროება
ონკოლოგიური კვლევებისთვის საჭიროა 800 ლარი
ერთ ქალს, რომელიც მძიმე ოჯახური მდგომარეობისა და სრული გამოფიტვის ფონზე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის, აუცილებელი კვლევების ჩატარება წელიწადზე მეტია ვერ შეძლებია.
ამბის წაკითხვა და დახმარება→ახალი ტექსტები ელფოსტით
შემდეგი ესე არ გამოგრჩეთ
თვეში მაქსიმუმ ორი წერილი: ახალი ესე, ლექცია ან კურსის ამბავი. ყოველდღიური შეტყობინებებისა და რეკლამის გარეშე.
დამატებითი კვლევითი სივრცე
თეოლოგიისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების AI ლაბორატორია
თემატური ასისტენტები თეოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოანალიზისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კითხვის, კვლევისა და დიალოგისთვის.
AI საუბარიირვინ იალომი — თერაპიის საჩუქარიიალომის წიგნებზე დაფუძნებული AI ასისტენტი ფსიქოთერაპიის, ყოფნის, მოკვდავობისა და ადამიანური შეხვედრის შესახებ სასაუბროდ.დაელაპარაკე იალომს→გიორგი წეროძე
ბიოგრაფია
გიორგი წეროძე (დ. 1972, სოხუმი) არის მართლმადიდებელი დეკანოზი, თეოლოგი, მკვლევარი და პედაგოგი. მისი საქმიანობა აერთიანებს აკადემიურ თეოლოგიას, სამღვდელო მსახურებას, საჯარო განათლებასა და საერთაშორისო დიალოგს. კვლევის მთავარი თემებია პიროვნულობის თეოლოგია, ევქარისტიული ეკლესიოლოგია, ესქატოლოგიური ონტოლოგია და იოანე ზიზიულასის მემკვიდრეობა. 2024 წლიდან არის ჟურნალ „ზღვარის — მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ რედაქტორი.
მის კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიბლიური ტექსტების ჰერმენევტიკასა და ეგზეგეზას. იგი აერთიანებს ბიბლიურ და ლიტურგიკულ მეხსიერებას, ეკლესიოლოგიურ ხედვასა და ონტოლოგიურ ანალიზს და ამ გზით ქრისტიანულ ტრადიციას თანამედროვე სამყაროს კითხვებთან დიალოგში განიხილავს.
ჟურნალი „ზღვარი“იხილეთ გიორგი წეროძის სტატიები ჟურნალ „ზღვარში“↗განათლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1990–1997); თბილისის სასულიერო სემინარია (1997–2001); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტურა (2009–2021) — პროგრამა დასრულებული აქვს. სადისერტაციო კვლევა ეხება ვლადიმირ სოლოვიოვის შემოქმედებაში თეოკრატიის იდეას.
პედაგოგიური საქმიანობა
რელიგიის მასწავლებელი სკოლა „ოლიმპში“ (2002–2005); თეოლოგიის პედაგოგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (2004–2006) და თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში; მიწვეული პედაგოგი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (2020–2021).
მსახურება და საზოგადოებრივი საქმიანობა
მუშაობდა სარეაბილიტაციო და ანტინარკოტიკულ პროგრამებში; 2009 წლიდან მსახურობს მართლმადიდებელ მღვდლად. 2014–2023 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაპელანი. 2010 წლიდან არის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი.
საერთაშორისო პროგრამები და პროექტები
გაიარა გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასერტიფიკატო კურსი (2011–2012) და ციხის კაპელანობის პროგრამა გაერთიანებულ სამეფოში (2012–2013). მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტში „ანთიმოზ ივერიელი — ქართულ-ევროპული დიალოგი“ (2015–2016) და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის IVLP პროგრამაში (2017). 2018 წლის ინდივიდუალური გრანტით ხელმძღვანელობდა იოანე ზიზიულასის „თანაზიარება და სხვადყოფნის“ ქართულ გამოცემას. 2019–2020 წლებში ახორციელებდა რელიგიათაშორისი დიალოგის, კრიტიკული აზროვნებისა და ადამიანის ღირსების პროექტებს.
საერთაშორისო კონფერენციები
მომხსენებელი იყო რელიგიის ევროპულ აკადემიაში (2023), კონფერენციაზე „საქართველო და კავკასია — წარსული, აწმყო, მომავალი“ (2024), Sola Forum-ზე (2025), ჰეგელის 36-ე საერთაშორისო კონგრესსა და იოანე ზიზიულასისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე (2026).
წიგნები, სტატიები და თარგმანები
ავტორია წიგნებისა „Jesus’ Vision of the Neighbor: Against Hegel and Pope“ (2022) და „აღდგომა უკვდავებაზე მეტია“ (2026), ასევე თეოლოგიური და ფილოსოფიური სტატიებისა. იოანე ზიზიულასის „თანაზიარება და სხვადყოფნის“ ქართული გამოცემის პროექტის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი საავტორო უფლების მფლობელია (2019).
წიგნები
მონოგრაფიები, გამოცემები და მიმდინარე პროექტები
2026 · ავტორი · ქართული, ინგლისური და რუსული გამოცემები
აღდგომა უკვდავებაზე მეტია
სიკვდილის საშინელებისა და ქრისტიანული იმედის შესახებ — რატომ არის აღდგომა უფრო მეტი, ვიდრე სულის ბუნებრივი უკვდავების იდეა.

2019 · ქართული გამოცემის საავტორო უფლება: გიორგი წეროძე, თამარ გოგუაძე და ზურაბ ჯაში · ISBN 978-9941-9649-2-3
თანაზიარება და სხვადყოფნა
პიროვნულობისა და ეკლესიის შესახებ შემდგომი ნარკვევების ქართული გამოცემა. პოლ მაკპარტლანის რედაქციით; თარგმნეს თამარ გოგუაძემ და ზურაბ ჯაშმა; პროექტის ხელმძღვანელი — დეკანოზი გიორგი წეროძე.
ესეები
თეოლოგიური აზრი საჯარო სივრცისთვის
პიროვნულობა · სამება · თანაზიარება
პიროვნული იდენტობის წყარო: მამა და სხვა ადამიანი
ლიტურგია · თავისუფლება · მშვიდობა
მშვიდობა, რომელიც კონფლიქტს არ გამორიცხავს
თეოლოგიური ავტობიოგრაფია
ზღვარი: მართლმადიდებელი მღვდლის გზა კონვენციის მიღმა
ტექნოლოგია · ესქატოლოგია
რატომ არის „ტექნოლოგიური რესპუბლიკა“ ფარული პოსტქრისტიანული ესქატოლოგია
სახარება · პიროვნება
უფროსი ძმის კრიზისი: ონტოლოგიური არჩევანი ლუკას მე-15 თავში
სახარება · ესქატოლოგიური სიხარული
როგორ გადაიქცა სახარება გოდებად: 1 ტიმოთეს 1:15-ის ტრაგედია
აღდგომა · ლიტურგიკული თეოლოგია
ქრისტე არ იბრძოდა სიკვდილით — სიკვდილის ონტოლოგიური დამარცხება
ლიტურგია · ქადაგება
სამების ფორმულის ლიტურგიკული და ეკლესიოლოგიური ანალიზი
მოყვასი · თანაზიარება
მოყვასი, როგორც ის, ვინც ხედავს
პოლიტიკური თეოლოგია · მოყვასი
საერთო რწმენა: ხელში აფეთქებული ყუმბარა
პიროვნება · ადამიანის უფლებები
პიროვნების ცნების ევოლუცია — ანტიკური პოლისიდან ადამიანის უნივერსალურ უფლებებამდე
პავლე · პოლიტიკური თეოლოგია
სტრატეგიული ჩარჩო: ქრისტიანული მოწმობა დემოკრატიის უზურპაციის პირობებში
დაბადება · რელაციური ონტოლოგია
ბაბილონის გოდოლი: ონტოლოგიური ანალიზი და პრევენციული მადლი
თეოდიცეა · ონტოლოგია
ესქატოლოგიური თეოდიცეა და ღმერთის გამართლების პრობლემა
ეკონომიკა · სახარება
იოანე ნათლისმცემლის ეკონომიკური ეთიკა: ორდონიანი სტრუქტურა
ეკლესიოლოგია · ეპისკოპოსობა
იოანე ზიზიულასის ეკლესიოლოგია და ეპისკოპატის თანამედროვე ონტოლოგიური კრიზისი
ეკლესია · რეპუტაციული ძალადობა
იმპერიული სასახლიდან HR-განყოფილებამდე: Cancel Culture-ის ბიზანტიური სათავეები
იდენტობა · ეკლესია და კულტურა
„მიკერებული იდენტობა“ — სიმბოლიზმისა და ონტოლოგიის კრიზისი
ეგზეგეზა · მიტევება
მათეს 9:1-8-ის რევოლუციური ეგზეგეზა: მიტევება, როგორც ონტოლოგიური განთავისუფლება
ონტოლოგია · მეთოდი
ესქატოლოგიური ონტოლოგია — ანალიტიკური ჩარჩო
სიახლეები
კონფერენციები, პუბლიკაციები და საჯარო გამოსვლები
17–21 იანვარი, 2027 · საქართველო
IOTA · მიღებული მოხსენება
IOTA 2027-ზე გიორგი წეროძის მოხსენების წინადადება მიღებულია
მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციამ (IOTA) მიიღო გიორგი წეროძის მოხსენების წინადადება 2027 წლის მესამე მეგაკონფერენციისთვის: „ყოფიერება და უარი: უფროსი ძმის ესქატოლოგიური კრიზისი ლუკას 15:11–32-ში — მართლმადიდებლური წაკითხვა ზიზიულასის, ჰაიდეგერისა და ლევინასის მეშვეობით“. კონფერენცია 17–21 იანვარს საქართველოში გაიმართება.
ინგლისური აბსტრაქტის სრულად წაკითხვა
Being and Refusal: The Elder Brother’s Eschatological Crisis in Luke 15:11–32
An Orthodox Reading Through Zizioulas, Heidegger, and Levinas
This paper offers a systematic re-reading of the Parable of the Prodigal Son that places classical patristic exegesis in dialogue with contemporary Orthodox ontology and continental phenomenology. While recent scholarship (Bailey, Keller, Nouwen) has recovered the elder brother’s centrality as addressee, existing readings continue to interpret his crisis primarily as moral failure or psychological dysfunction. I argue, instead, that Luke 15:25–32 dramatizes a profound ontological choice between modes of being—a distinction articulated through John Zizioulas’s eschatological ontology of communion.
The parable presents two competing modes of existence: being-as-reputation (the elder son’s closed, merit-based, past-determined identity) and being-as-communion (the father’s open, gift-based, eschatologically-oriented reality). The elder son stands outside the feast—which Zizioulas would recognize as standing outside truth itself, since ‘communion is the only way for truth to exist as life.’ This ontological reading transforms our understanding of the parable’s unresolved conclusion.
To develop this thesis, the paper brings three hermeneutical resources into conversation. First, Martin Heidegger’s existential analytic clarifies how the elder son embodies inauthentic existence through identification with das Man (social conformity) and existence defined by the finished past. Second, Emmanuel Levinas’s phenomenology of the face illuminates why the parable devotes extended attention to the younger son’s suffering—not merely as narrative exposition but as ethical pedagogy revealing the vulnerable Other to whom we are answerable. Third, Zizioulas’s theology of personhood and communion provides the specifically Orthodox framework for understanding the crisis as a choice between participation in communion or self-exclusion from it.
The paper also addresses a methodological question relevant to contemporary Orthodox hermeneutics: the distinction between dogmatic and exegetical authority. While patristic readings of Scripture possess enduring spiritual and pastoral significance, they also reflect particular historical contexts and interpretive priorities. Chrysostom’s celebrated homily, though pastorally brilliant for fourth-century catechumens, emphasizes the younger son’s repentance and divine mercy while giving less attention to the parable’s confrontational address to the self-righteous. To extend the patristic reading while addressing dimensions less emphasized in earlier interpretation is not to reject tradition but to continue its interpretive and eschatological dynamism.
The parable’s open ending—the reader never learns whether the elder son entered the feast—functions as a liturgical and existential summons. Following Zizioulas’s understanding of liturgical time as the site where eschatology becomes a mode of existence, I argue that the parable remains unfinished because the reader’s response remains pending. Each liturgical assembly re-enacts this drama whenever sinners approach the table. The question persists: will the righteous welcome them, or remain outside?
This reading demonstrates that close attention to narrative structure, phenomenological analysis, and systematic engagement with Orthodox eschatological ontology can yield fresh exegetical insight while remaining deeply rooted in tradition. It contributes to contemporary Orthodox biblical hermeneutics by modeling how dogmatic fidelity and exegetical development can coexist.
15–18 ოქტომბერი, 2026 · ჰილდესჰაიმი, გერმანია
საერთაშორისო კონფერენცია
გიორგი წეროძე იოანე ზიზიულასის მემკვიდრეობის საერთაშორისო კონფერენციაზე
კონფერენციაზე „პერგამონელი მიტროპოლიტის იოანე ზიზიულასის თეოლოგიის ჰორიზონტების გაფართოება“ გიორგი წეროძე წარადგენს მოხსენებას: „რელაციური ონტოლოგია და ‘კვაზი-მიზეზობრიობის’ პრობლემა ადამიანურ თანაზიარებაში“. მოხსენება შეტანილია IV თემატურ პანელში — „ეკუმენური დიალოგი და გლობალური რეცეფცია“.
აბსტრაქტის სრულად წაკითხვა
იოანე ზიზიულასის პიროვნების ონტოლოგია პიროვნულ ყოფნას განუყოფლად აკავშირებს მიმართებასთან (schesis), თანაზიარებასთან და სხვადყოფნასთან, ხოლო მის სამებისეულ ონტოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მამის მონარქიას, როგორც ძისა და სულიწმიდის პიროვნული არსებობის მიზეზს (aitia). მოხსენება იკვლევს ამ პრინციპის ანთროპოლოგიურ შედეგებს და იმას, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ ადამიანურ სხვას პიროვნული იდენტობის განხორციელებაში.
კითხვის სიმწვავე ჩანს ზიზიულასის სიტყვებში: „ონტოლოგიურად, პიროვნებები პიროვნული იდენტობის მიმცემებიც არიან და მიმღებებიც.“ რას ნიშნავს ასეთი „მიცემა“ ანთროპოლოგიურ დონეზე? ხდება თუ არა სხვა რაიმე აზრით ჩემი პიროვნული იდენტობის შემადგენელი, თუ მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ პიროვნული ყოფნის მიზეზობრიობა და თანაზიარებაში მისი ურთიერთდადასტურება?
მოხსენება მეორე შესაძლებლობას განიხილავს. თუ ადამიანი ჭეშმარიტ ჰიპოსტასურ იდენტობას ქრისტეში, მამისადმი მის ძეობრივ მიმართებაში მონაწილეობით იღებს, ადამიანები ერთმანეთის პიროვნული ყოფნის წყაროებად არ უნდა მივიჩნიოთ. თანაზიარებაში ისინი თავისუფლად იღებენ და ადასტურებენ ერთმანეთს განუმეორებელ უნიკალურობაში.
ამ განსხვავებას ეგზისტენციალური შედეგიც აქვს. თუ სხვა ჩემი იდენტობის წყარო ხდება, იგი შეიძლება ჩემი არსებობის პირობად და ტვირთადაც იქცეს, პარადოქსულად თვით სიყვარულის სახელით. ადამიანური თანაზიარების ურთიერთდადასტურებად და არა პიროვნებათაშორის მიზეზობრიობად გააზრება გვეხმარება შევინარჩუნოთ ზიზიულასის ყველაზე რადიკალური თეოლოგიური ხედვები: მამის მონარქია, პიროვნების თავისუფლება და სხვის, სწორედ როგორც სხვის, მიღების შესაძლებლობა.
მოხსენების სრული ტექსტი · ინგლისურად
Relational Ontology and the Problem of “Quasi-Causality” in Human Communionმოხსენების ჩამოტვირთვა · DOCX ↓1–4 სექტემბერი, 2026 · რომი, იტალია
საერთაშორისო კონგრესი
გიორგი წეროძე და სულხან ინაიშვილი ჰეგელის 36-ე საერთაშორისო კონგრესზე
გიორგი წეროძე და სულხან ინაიშვილი ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების 36-ე საერთაშორისო კონგრესზე ერთობლივი მოხსენებით წარდგნენ: „ყოფიერება მომავლიდან: პიროვნულობა ჰეგელის დიალექტიკასა და ზიზიულასის თანაზიარებას შორის“. მოხსენება წარმოდგენილი იყო 2 სექტემბერს, Roma Tre University-ში, სესიაზე „ჰეგელი ხელახლა აღმოჩენილი: ჰეგელის ფილოსოფიის ახალი წყაროები“.
მოხსენების მასალები
სრული მოხსენება ინგლისურადDOCX ↓საკონფერენციო პრეზენტაცია ინგლისურადPPTX ↓ადაპტირებული ტექსტი „ვინ გვეუბნება, ვინ ვართ?“DOCX ↓სოლიდარობა
ვისაც ახლა ჩვენი დახმარება სჭირდება
საქართველოში ქრისტიანობას ბევრი სიტყვით აღიარებს, თუმცა სოციალური სინამდვილე ხშირად მის სულს ვერ შეესაბამება. გაჭირვებული ადამიანები ზოგჯერ მღვდელს უკანასკნელ იმედად მიმართავენ. სამწუხაროდ, მღვდელს ყოველთვის არ შეუძლია მათი უშუალოდ დახმარება; ზოგჯერ მხოლოდ მათი თხოვნის სხვებამდე მიტანა შეუძლია. ამ გვერდზე გავაზიარებ მათ მოკლე ამბავსა და საკონტაქტო ინფორმაციას, რათა დახმარების მსურველმა მათ პირდაპირ დაუკავშირდეს.
პირველი თხოვნა · ანონიმურად
ონკოლოგიური კვლევებისთვის საჭიროა 800 ლარი
ერთმა ქალმა მომმართა, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნის გამო აუცილებელი კვლევების ჩატარება სჭირდება, მაგრამ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ამას უკვე წელიწადზე მეტია ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე კვლევებისთვის დაახლოებით 800 ლარია საჭირო.
უმუშევრობამ, ოჯახის მძიმე ყოველდღიურმა მდგომარეობამ და ერთმანეთზე დაგროვილმა სირთულეებმა მანამდე მიღებული მცირე დახმარებაც ყოველდღიურ აუცილებლობებს მოახმარა. დღეს იგი მუდმივი განგაშისა და უკიდურესი გამოფიტვის მდგომარეობაშია, თუმცა შვილების გამო არ სურს გატყდეს და დახმარებას ითხოვს, რათა მკურნალობისკენ პირველი და აუცილებელი ნაბიჯი მაინც გადადგას.
ქრისტიანისთვის სხვისი ტკივილი მხოლოდ „სხვისი საქმე“ ვერ იქნება. ადამიანი ჩვენ წინაშე დგას არა როგორც დახმარების კიდევ ერთი შემთხვევა, არამედ როგორც უნიკალური პიროვნება, რომლის გასაჭირსაც თანაზიარებით — მცირე შეწირულობით, გაზიარებითა თუ ყურადღებით — შეგვიძლია ვუპასუხოთ. დახმარება მხოლოდ თანხის გადარიცხვა არ არის; ეს არის უარი იმაზე, რომ სხვისი ტკივილი ჩვენთვის უცხოდ დარჩეს.
ამ ადამიანს წლებია ვიცნობ და ბევრი ჩვენი საერთო მეგობარიც ადრეც დახმარებია. მისი უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დასაცავად ამბავი ანონიმურად ქვეყნდება; დახმარების მსურველს მასთან პირადად და პირდაპირ დავაკავშირებ.
როგორც მღვდელი, მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ მისი ტვირთის მცირედი ნაწილის გაზიარება. გმადლობთ გულისხმიერებისთვის — განსაკუთრებით იმისთვის, რომ გაჭირვებულ ადამიანს მარტო არ ტოვებთ.
დახმარება და პირდაპირი დაკავშირება→აკადემიური საქმიანობა
პუბლიკაციები და კონფერენციები
საერთაშორისო კონფერენციები და მოხსენებები
CV-ების გაერთიანებული, განმეორებებისგან გაწმენდილი ქრონოლოგია.
შოტლანდია
რელიგიის ევროპული აკადემიის ყოველწლიური კონფერენცია
მომხსენებელისაერთაშორისო კონფერენცია
„საქართველო და კავკასია — წარსული, აწმყო, მომავალი“
მომხსენებელიSola Forum
საერთაშორისო ფორუმი
მომხსენებელირომი, იტალია · Roma Tre University · 1–4 სექტემბერი
ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების 36-ე საერთაშორისო კონგრესი — Hegel Global
მოხსენება: „ყოფიერება მომავლიდან: პიროვნულობა ჰეგელის დიალექტიკასა და ზიზიულასის თანაზიარებას შორის“ · სესია: „ჰეგელი ხელახლა აღმოჩენილი: ჰეგელის ფილოსოფიის ახალი წყაროები“ · 2 სექტემბერი, 09:00–09:30, Aula 15ჰილდესჰაიმი, გერმანია · 15–18 ოქტომბერი
პერგამონელი მიტროპოლიტის იოანე ზიზიულასისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი
იოანე ზიზიულასის ფონდის მიწვეული მომხსენებელი · თემა: რელაციური ონტოლოგია და მიზეზობრიობის პრობლემა ანთროპოლოგიურ დონეზე · ღვთისმშობლის მიძინების მონასტერიმოხსენების სრული ტექსტი · ინგლისურად · DOCX ↓პუბლიკაციები და კვლევითი პროფილები
Academia.edu · ORCID · CV
ვიდეო და მედია
ლექციები, ინტერვიუები და საჯარო საუბრები
მთავარი ვიდეოარქივი
ესქატოლოგიური ონტოლოგია და იოანე ზიზიულასი
58 ლექცია და საუბარი პიროვნების, თანაზიარების, ეკლესიისა და ესქატოლოგიური ონტოლოგიის შესახებ.
თემატური AI აგენტები
თეოლოგიური და ჰუმანიტარული კვლევის დამხმარე სივრცეები
14 თემატური AI აგენტი · დამატებით საიტის მეგზური
AI საუბარიირვინ იალომი — თერაპიის საჩუქარიიალომის წიგნებზე დაფუძნებული AI ასისტენტი ფსიქოთერაპიის, ყოფნის, მოკვდავობისა და ადამიანური შეხვედრის შესახებ სასაუბროდ.დაელაპარაკე იალომს→საიტის მეგზური
გაცნობთ გიორგი წეროძის ესეებს, წიგნებს, აკადემიურ საქმიანობასა და ვიდეოებს; აჯამებს ტექსტებს და გაძლევთ ზუსტ ბმულებს.
გახსენით ChatGPT-ში ↗02 · AI AGENTზიზიულასი · ZiziBot
იოანე ზიზიულასის აზრი, ტექსტები და თეოლოგიური მემკვიდრეობა.
გახსენით ChatGPT-ში ↗03 · AI AGENTლაკანი · Lacan
ჟაკ ლაკანის ტექსტებისა და იდეების უკეთ გასაგებად.
გახსენით ChatGPT-ში ↗04 · AI AGENTფროიდი
ზიგმუნდ ფროიდის ტექსტებისა და იდეების უკეთ გასაგებად.
გახსენით ChatGPT-ში ↗05 · AI AGENTპერსონალიზმი · Personhood
ბუბერი, ლევინასი, ზიზიულასი და გაბრიელ მარსელი.
გახსენით ChatGPT-ში ↗06 · AI AGENTგურამ თევზაძე — XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია
გურამ თევზაძის ნაშრომზე დაფუძნებული ფილოსოფიური მეგზური.
გახსენით ChatGPT-ში ↗07 · AI AGENTPetritsi · პეტრიწი
იოანე პეტრიწის შრომებისა და ფილოსოფიური მემკვიდრეობის შესახებ.
გახსენით ChatGPT-ში ↗08 · AI AGENTფუკო · Foucault
მიშელ ფუკოს ტექსტებისა და იდეების უკეთ გასაგებად.
გახსენით ChatGPT-ში ↗09 · AI AGENTნიცშე
ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებისა და ფილოსოფიის შესახებ.
გახსენით ChatGPT-ში ↗10 · AI AGENTუელბეკი
მიშელ უელბეკის შემოქმედებისა და პერსონის შესახებ.
გახსენით ChatGPT-ში ↗11 · AI AGENTახალი აღთქმა
ახალი აღთქმის ტექსტების ანალიტიკური და ტექსტზე დაფუძნებული კვლევა.
გახსენით ChatGPT-ში ↗12 · AI AGENTთეოლოგია
თეოლოგიური კითხვებისა და კვლევისთვის შექმნილი ასისტენტი.
გახსენით ChatGPT-ში ↗13 · AI AGENTზღვარი — მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა
ჟურნალ „ზღვარში“ გამოქვეყნებულ მასალებზე დაფუძნებული ასისტენტი.
გახსენით ChatGPT-ში ↗14 · AI AGENTTserobot
გიორგი წეროძის ნააზრევსა და ტექსტებზე დაფუძნებული ავტორისეული ბოტი.
გახსენით ChatGPT-ში ↗15 · AI AGENTსულხან-საბა — სიტყვის კონა
სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაზე“ დაფუძნებული ასისტენტი.
გახსენით ChatGPT-ში ↗გირჩევ
წიგნები და ფილმები, რომლებთან დაბრუნებაც ღირს
აქ დაემატება წიგნები და ფილმები, რომლებსაც გიორგი წეროძე პირადად ურჩევს ადამიანებს — მოკლე განმარტებით, რატომ არის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი და ვისთვის შეიძლება იყოს განსაკუთრებით საინტერესო.
ხრისტოს იანარასი
რელიგიის წინააღმდეგ
Against Religion: The Alienation of the Ecclesial Eventიოანე ზიზიულასი
ყოფიერება როგორც თანაზიარება
Being as Communion: Studies in Personhood and the Churchიოანე ზიზიულასი
თანაზიარება და სხვადყოფნა
Communion and Otherness: Further Studies in Personhood and the Churchიოანე ზიზიულასი
მომავლის გახსენება
Remembering the Future: Toward an Eschatological Ontologyთუ ჩვენი ყოფიერების საბოლოო ჭეშმარიტება წარსულში კი არა, მომავალშია?კლაივ სტეიპლზ ლუისი
ვიდრე სახე გვექნება
Till We Have Faces: A Myth Retoldფილმები, რომლებსაც გირჩევთ
ფრედის ანგელოზები
Les savates du bon Dieu
2000 · ჟან-კლოდ ბრისოხელშეუხებელნი (1+1)
Intouchables
2011 · ოლივიე ნაკაში და ერიკ ტოლედანოგულები
Cœurs
2006 · ალენ რენეჯუზეპე მოსკატი: მკურნალი სიყვარული
Giuseppe Moscati: L’amore che guarisce
2007 · ჯაკომო კამპიოტიმევიოლინე სახურავზე
Fiddler on the Roof
1971 · ნორმან ჯუისონიჰარაკირი
Seppuku
1962 · მასაკი კობაიაშიშემოდგომის სონატა
Höstsonaten
1978 · ინგმარ ბერგმანიდაუვიწყარი წამი
A Moment to Remember
2004 · ჯონ ჰ. ლისინდისის მოსაზრებით
Hacksaw Ridge
2016 · მელ გიბსონიუვეს მეორე ცხოვრება
A Man Called Ove
2015 · ჰანეს ჰოლმიფარული ფიგურები
Hidden Figures
2016 · თეოდორ მელფიდედამიწის მარილი
The Salt of the Earth
2014 · ვიმ ვენდერსი და ჟულიანუ რიბეირუ სალგადუპიეტა
Pietà
2012 · კიმ კი-დუკივაჯდა
Wadjda
2012 · ჰაიფა ალ-მანსურისიცოცხლის სურვილი
Life Feels Good
2013 · მაჩეი პიეპჟიცათაფლი თავში
Head Full of Honey
2014 · ტილ შვაიგერიჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო
Hiroshima mon amour
1959 · ალენ რენენახვამდის, ბავშვებო
Au revoir les enfants
1987 · ლუი მალიჩრდილთა ქვეყანა
Shadowlands
1993 · რიჩარდ ატენბოროროზეტა
Rosetta
1999 · ჟან-პიერ და ლუკ დარდენებიველური ისტორიები
Relatos salvajes
2014 · დამიან სიფრონიყველაფერი დედაჩემის შესახებ
Todo sobre mi madre
1999 · პედრო ალმოდოვარიდიდი სილამაზე
La grande bellezza
2013 · პაოლო სორენტინოსამოთხის კიდეზე
Auf der anderen Seite
2007 · ფატიჰ აკინიმელოდია სალამურისთვის
Melodiya dlya sharmanki
2009 · კირა მურატოვაუპატიებელი
Unforgiven
1992 · კლინტ ისტვუდიშეჩერებული ცხოვრება
Still Life
2013 · უმბერტო პაზოლინივარდის სახელი
The Name of the Rose
1986 · ჟან-ჟაკ ანოქვიშისა და ნისლის სახლი
House of Sand and Fog
2003 · ვადიმ პერელმანიცუდი აღზრდა
La mala educación
2004 · პედრო ალმოდოვარიჟლეტა
Carnage
2011 · რომან პოლანსკიახლა სად წავიდეთ?
Where Do We Go Now?
2011 · ნადინ ლაბაკიჯეინ ეარი
Jane Eyre
1996 · ფრანკო ძეფირელიწმინდა ვინსენტი
St. Vincent
2014 · თეოდორ მელფიგვყავს პაპი
Habemus Papam
2011 · ნანი მორეტირიო ბრავო
Rio Bravo
1959 · ჰოვარდ ჰოუკსიპონეტი
Ponette
1996 · ჟაკ დუაიონისაღვთისმეტყველო წიგნები
კლასიკური და თანამედროვე თეოლოგია, ბიბლიური ეგზეგეზა და ეკლესიოლოგია.
5 რეკომენდაციასაერო წიგნები
ფილოსოფია, ფსიქოანალიზი, მხატვრული ლიტერატურა და საზოგადოებრივი აზრი.
მზადდებაფილმები
კინო, რომელიც სულიერ, ეთიკურ და ადამიანურ კითხვებს ახალ სივრცეს უხსნის.
37 ფილმი · შეფასებით დალაგებულისწავლა
სამი დასრულებული კურსი — ჩარიცხვა გახსნილია
აირჩიეთ კურსი, გაეცანით შედეგებსა და პროგრამას და შეავსეთ ჩარიცხვის ფორმა. გადახდის დადასტურების შემდეგ მასალებსა და შეხვედრის ინფორმაციას ელფოსტით მიიღებთ.
ვისაც აქვს — მისცეს არმქონეს
ყოველი სრული საფასურით ჩარიცხვა ქმნის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულ ადგილს ადამიანისთვის, რომელსაც გადახდა არ შეუძლია. დაფინანსებული ადგილის მოთხოვნა იმავე ჩარიცხვის ფორმით შეიძლება.
ლუკა 3:11 — ვისაც საზრდო აქვს, გაუყოს მას, ვისაც არა აქვს.აღდგომა უკვდავებაზე მეტია
ქრისტიანული იმედის გააზრება არა როგორც სულის ბუნებრივი გადარჩენა, არამედ როგორც კონკრეტული პიროვნების აღდგომა და სიკვდილის დამარცხება.
- ხანგრძლივობა
- 4 კვირა · საკუთარი ტემპით
- ფორმატი
- ტექსტი, აუდიო, საკითხავი კითხვები და დასკვნითი ონლაინშეხვედრა
რას ისწავლით
- განასხვავებთ სულის უკვდავებასა და ქრისტიანულ აღდგომას
- გაიაზრებთ, რატომ არის სიკვდილი მტერი და არა ღვთის იარაღი
- დაინახავთ სხეულის, პიროვნებისა და თანაზიარების ერთიანობას
- შეძლებთ მწუხარებასა და იმედზე ახალი ქრისტიანული ენით საუბარს
კურსის პროგრამა+
- უკვდავება და აღდგომა — ორი განსხვავებული იმედი
- სიკვდილი, როგორც უკანასკნელი მტერი
- ვინ აღდგება? სხეული, იდენტობა და თანაზიარება
- მომავლის სიცოცხლე და ჩვენი ყოფა დღეს
ყოფიერება მომავალიდან
იოანე ზიზიულასის გზით — როგორ გვიხსნის აღდგომა, ევქარისტია და მომავალი სასუფეველი პიროვნების საბოლოო ჭეშმარიტებას.
- ხანგრძლივობა
- 6 კვირა · საკუთარი ტემპით
- ფორმატი
- ტექსტი, აუდიო, მცირე სავარჯიშოები და დასკვნითი ონლაინსემინარი
რას ისწავლით
- ახსნით პიროვნებას, როგორც ყოფიერების წესს და არა ინდივიდის თვისებას
- გაარჩევთ ბუნებასა და არსებობის წესს — logos-სა და tropos hyparxeos-ს
- გაიაზრებთ თავისუფლებას, თანაზიარებასა და სხვადყოფნას შორის კავშირს
- შეადარებთ ისტორიულ და ესქატოლოგიურ ხედვებს ჰეგელსა და ზიზიულასთან
კურსის პროგრამა+
- სუბსტანციიდან პიროვნებამდე
- მამა, როგორც მიზეზი — თავისუფლება და არსებობის წყარო
- ბიოლოგიური და ეკლესიური არსებობა
- ევქარისტია და მომავლის მეხსიერება
- სიკვდილი, აღდგომა და პიროვნული იდენტობა
- ჰეგელი და ზიზიულასი — ისტორია თუ ესქატონი?
როგორ წავიკითხოთ სახარება დღეს
სახარების ტექსტი მორალისტური მზა პასუხების მიღმა — პიროვნების, თანაზიარების, თავისუფლებისა და მომავალი სასუფევლის ჰორიზონტში.
- ხანგრძლივობა
- 4 კვირა · საკუთარი ტემპით
- ფორმატი
- ვიდეო/აუდიო, ტექსტის კომენტარი, კითხვები და ჯგუფური ონლაინდიალოგი
რას ისწავლით
- წაიკითხავთ სახარებას ისტორიულ, ლიტურგიკულ და ესქატოლოგიურ დონეებზე
- გაარჩევთ მორალურ შეგონებასა და ადამიანის ყოფის გარდაქმნას
- ახლებურად გაიაზრებთ უფროს ძმასა და კეთილ სამარიტელს
- დააკავშირებთ სახარებისეულ ტექსტს თანამედროვე ადამიანის კითხვებთან
კურსის პროგრამა+
- სახარება, როგორც მოვლენა და მოწოდება
- უფროსი ძმა — რეპუტაციიდან თანაზიარებამდე
- კეთილი სამარიტელი — ვინ ხდება მოყვასი?
- ღვთის სასუფეველი და თანამედროვე ცხოვრება
ფოტოარქივი
შეხვედრები, ლექციები და მოგონებები

ფოტოარქივი ეტაპობრივად შეივსება ახალი სურათებით, თარიღებითა და მოკლე აღწერებით.

სადისკუსიო პანელი — „კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული გაგება ტრადიციის შესახებ“. გიორგი წეროძემ წარმოადგინა მართლმადიდებლური ხედვა.
ღონისძიების გვერდი ↗ღია ცოდნა და პროფესიული თანამშრომლობა
ისწავლეთ თავისუფლად — ან იმუშავეთ ჩემთან
ძირითადი ცოდნა ყველასთვის ღია რჩება. ფასიანი თანამშრომლობა განკუთვნილია მათთვის, ვისაც პირადი, ჯგუფური ან ინსტიტუციური სამუშაო სჭირდება.
ღია რესურსები
ქართველი და საერთაშორისო მკითხველისთვის.
- ესეები, წიგნები და ვიდეოლექციები
- თემატური AI ასისტენტები
- „წერილები მომავალიდან“ — ახალი მოკლე მასალები
ფასიანი თანამშრომლობა
საფასური ეხება დროს, მომზადებასა და პროფესიულ ინტელექტუალურ შრომას.
- ინდივიდუალური თეოლოგიური კონსულტაცია — ტექსტი, იდეა ან კვლევითი კითხვა
- სამი დასრულებული კურსი — ტექსტით, აუდიოთი და ონლაინშეხვედრით
- ლექცია, ტექსტის პროფესიული განხილვა და კვლევითი თანამშრომლობა
შეხვედრები ტარდება ქართულად ან რუსულად. საერთაშორისო თანამშრომლობა შესაძლებელია ინგლისურად მომზადებული ტექსტით და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნით.
კურსების ნახვა და ჩარიცხვა→ლოცვა, საეკლესიო საიდუმლოებები და ჩვეულებრივი სამოძღვრო დახმარება ფასიანი მომსახურება არ არის.
გამოწერა და მხარდაჭერა
იყავით ამ სამუშაოს თანამონაწილე
აირჩიეთ უფასო წერილები, ყოველთვიური წევრობა ან ერთჯერადი მხარდაჭერა. სწავლის ფონდში ჩარიცხული თანხა მთლიანად დაფინანსებულ ადგილებს მოხმარდება.
წერილები მომავალიდან
ახალი ესეები, ვიდეოები და კურსების ამბები თქვენს ელფოსტაზე.
მშვიდი დიალოგის წრე
25 ₾ / თვე- ყოველთვიურად ერთი ახალი ტექსტი ან აუდიო
- ერთი დახურული ონლაინდიალოგი
- კურსებზე სპეციალური პირობები
ჩემი სამრევლოსა და ჩვენი საეკლესიო თემის წევრები ამ წრის წევრები ავტომატურად და ყოველგვარი გადასახადის გარეშე არიან. წერილების მისაღებად მხოლოდ ელფოსტა უნდა მიუთითონ.
მოთხოვნის გაგზავნა
წევრობა ან მხარდაჭერა
შეავსეთ ფორმა და გააგზავნეთ განაცხადი პირდაპირ საიტიდან. გადახდის გზასა და ზუსტ ინსტრუქციას ელფოსტით მიიღებთ.
კონტაქტი
გავაგრძელოთ დიალოგი
კვლევით თანამშრომლობაზე, კონფერენციებსა და საჯარო ლექციებზე მოსაწვევად:


